საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ნეიტრინო - ახალი ფანჯარა სამყაროს შესაცნობად

 ნა­ტო ობ­ოლ­აძე

 

 

16 ქვეყ­ნის 55 სა­მეც­ნი­ერო კვლე­ვი­თი ინ­სტი­ტუ­ტის 250-მდე მეც­ნი­ერი KM3NeT პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში „სამ­ყა­როს ახ­ალ ფან­ჯა­რას ხსნის“. პრო­ექ­ტში სა­ქარ­თვე­ლო­დან თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი რე­ვაზ შა­ნი­ძე და დოქ­ტო­რან­ტე­ბი — გო­გი­ტა პა­პა­ლაშ­ვი­ლი და გი­ორ­გი ქის­ტა­ური მო­ნა­წი­ლე­ობ­ენ. KM3NeT ხმელ­თა­შუა ზღვის ფსკერ­ზე, უახ­ლე­სი ტექ­ნო­ლო­გი­ებ­ის გა­მო­ყე­ნე­ბით, ახ­ალი თა­ობ­ის ნე­იტ­რი­ნოს 2 ტე­ლეს­კო­პის აწყო­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

 

 

კუ­ბუ­რი კი­ლო­მეტ­რის სი­დი­დის ნე­იტ­რი­ნოს ორი ტე­ლეს­კო­პი — ARCA და ORCA — ხმელ­თა შუა ზღვა­ში, 2500 მეტ­რის სიღ­რმე­ზე, ორ ლო­კა­ცი­აზე — საფ­რან­გეთ­თან და იტ­ალი­ას­თან — წყალ­ქვეშ მონ­ტაჟ­დე­ბა. ტე­ლეს­კო­პე­ბი ათე­ულ­ობ­ით ციფ­რულ-ოპ­ტი­კუ­რი მო­დუ­ლის­გან შედ­გე­ბა, რო­მე­ლიც მეც­ნი­ერ­ებ­ის მი­ერ აღი­არ­ებ­ული ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე „უც­ნა­ური“ ნა­წი­ლა­კის — ნე­იტ­რი­ნოს შეს­წავ­ლის­თვის გა­მო­იყ­ენ­ება. ამ ეტ­აპ­ზე საფ­რან­გე­თის სა­ნა­პი­რო­ებ­თან ტე­ლეს­კო­პის 10%-ია ჩაშ­ვე­ბუ­ლი, იტ­ალი­ას­თან — 5%. ქარ­თვე­ლი მეც­ნი­ერ­ები, რო­გორც ციფ­რულ-ოპ­ტი­კუ­რი მო­დუ­ლე­ბის ტეს­ტი­რე­ბის პრო­ცეს­ში, ას­ევე უკ­ვე ჩაშ­ვე­ბუ­ლი მო­დუ­ლე­ბი­დან მი­ღე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბის და­მუ­შა­ვე­ბა­ზე ბო­ლო რამ­დე­ნი­მე წე­ლია მუ­შა­ობ­ენ.

 

ამ დრო­ის­თვის KM3NeT-ის ახ­ალ­გაზ­რდა ქარ­თვე­ლი მკვლევ­რე­ბი — გო­გი­ტა პა­პა­ლაშ­ვი­ლი და გი­ორ­გი ქის­ტა­ური კვლე­ვი­თი ვი­ზი­ტით მარ­სე­ლის ნა­წი­ლა­კე­ბის ფი­ზი­კის ცენ­ტრში იმ­ყო­ფე­ბი­ან. ცენ­ტრში ას­ევე მუ­შა­ობ­ენ კო­ლა­ბო­რა­ცი­აში მო­ნა­წი­ლე პო­ლო­ნე­ლი, ფრან­გი, რუ­მი­ნე­ლი, გერ­მა­ნე­ლი, იტ­ალი­ელი მეც­ნი­ერ­ები.

 

„პან­დე­მი­ის გა­მო, ძი­რი­თა­დად, დის­ტან­ცი­ურ­ად სა­ქარ­თვე­ლო­დან ვმუ­შა­ობ­დით. ახ­ლა უკ­ვე ორი კვი­რაა მარ­სელ­ში კვლე­ვი­თი ვი­ზი­ტით ვიმ­ყო­ფე­ბით. ამ დრო­ის­თვის ჩვენ ვმუ­შა­ობთ ნე­იტ­რი­ნოს ტე­ლეს­კო­პი­დან მი­ღე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბის ან­ალ­იზ­ისა და ზღვა­ში ჩა­საშ­ვე­ბად ციფ­რულ-ოპ­ტი­კუ­რი მო­დუ­ლე­ბის აწყო­ბა-ტეს­ტი­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბით. ეს ვი­ზი­ტი, ფაქ­ტობ­რი­ვად, გარ­კვე­ული ეტ­აპ­ის შე­მა­ჯა­მე­ბე­ლია და და­მა­ტე­ბით, ად­გილ­ზე ვეც­ნო­ბით პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში მიმ­დი­ნა­რე კვლე­ვის პრო­ცესს,“ — აცხა­დებს თსუ-ის დოქ­ტო­რან­ტი გი­ორ­გი ქის­ტა­ური.

 

KM3NeT-ის ექ­სპე­რი­მენ­ტს ორი ამ­ოც­ანა აქ­ვს — ნე­იტ­რი­ნო თვი­სე­ბე­ბის დად­გე­ნა და მი­სი სა­შუ­ალ­ებ­ით ას­ტრო­ფი­ზი­კუ­რი კვლე­ვა. შე­სა­ბა­მი­სად, იტ­ალი­ას­თან გან­თავ­სე­ბუ­ლი ტე­ლეს­კო­პი ას­ტრო­ფი­ზი­კის, საფ­რან­გეთ­თან კი — ნა­წი­ლა­კე­ბის ფი­ზი­კის მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­მო­იყ­ენ­ება.

 

უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტე­ლი მეც­ნი­ერ­ები ნე­იტ­რი­ნოს ნა­წი­ლა­კე­ბის ფი­ზი­კის მი­მარ­თუ­ლე­ბით იკ­ვლე­ვენ.

 

პრო­ექ­ტის ჯა­მუ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბა 200 000 000 ევ­როს შე­ად­გენს.

 

„ფუნ­და­მენ­ტურ ფი­ზი­კა­ში ჩვე­ნი წარ­მოდ­გე­ნე­ბი თავ­მოყ­რი­ლია თე­ორი­აში, რო­მელ­საც ეწ­ოდ­ება „სტან­დარ­ტუ­ლი მო­დე­ლი“. ამ თე­ორი­აში რამ­დე­ნი­მე ფუნ­და­მენ­ტუ­რი ნა­წი­ლა­კია, მათ შო­რის ერთ-ერ­თი არ­ის ნე­იტ­რი­ნო, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ზე ცუ­დად არ­ის შეს­წავ­ლი­ლი და შე­საძ­ლე­ბე­ლია, რომ მი­სი თვი­სე­ბე­ბი „სტან­დარ­ტულ მო­დელ­ში“ არ ჯდე­ბო­დეს, სწო­რედ, ამ­იტ­ომ შე­იქ­მნა მის შე­სას­წავ­ლად მსოფ­ლი­ოში ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე დი­დი სა­მეც­ნი­ერო კო­ლა­ბო­რა­ცია და გა­მო­იყო უზ­არ­მა­ზა­რი თან­ხე­ბი“, — გან­მარ­ტავს რე­ვაზ შა­ნი­ძე.

 

 

რო­გორ ხსნის KM3NeT სამ­ყა­როს ახ­ალ ფან­ჯა­რას?

 

გა­სა­ღე­ბი ნე­იტ­რი­ნოა. უმ­ცი­რე­სი ნა­წი­ლა­კი, რო­მე­ლიც ვარ­სკვლა­ვის გულ­ში მიმ­დი­ნა­რე თერ­მო­ბირ­თვუ­ლი რე­აქ­ცი­ებ­ის­ას წარ­მო­იქ­მნე­ბა, ვრცელ­დე­ბა სწორ­ხა­ზოვ­ნად, სუს­ტად ურ­თი­ერ­თქმე­დებს სხვა ნივ­თი­ერ­ებ­ებ­თან, რის გა­მოც წარ­მოქ­მნი­სას მი­ღე­ბულ თვი­სე­ბებს არ კარ­გავს და იმ ინ­ფორ­მა­ცი­ის მა­ტა­რე­ბე­ლია, რო­მე­ლიც მეც­ნი­ერ­ებს სამ­ყა­როს შე­სა­ხებ ახ­ალი მო­ნა­ცე­მე­ბის მი­ღე­ბი­სა და კვლე­ვის სა­შუ­ალ­ებ­ას აძ­ლევს. ნე­იტ­რი­ნოს სა­შუ­ალ­ებ­ით შე­საძ­ლე­ბე­ლია სამ­ყა­რო­ში მიმ­დი­ნა­რე რთულ პრო­ცე­სებ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბა, მა­გა­ლი­თად ზე­ახ­ალი ვარ­სკვლა­ვის აფ­ეთ­ქე­ბის ან აქ­ტი­ური გა­ლაქ­ტი­კე­ბის ბირ­თვე­ბის შეს­წავ­ლა.

 

 

„ეს ყვე­ლა­ზე უც­ნა­ური ნა­წი­ლა­კია. ერ­თა­დერ­თია, რო­მელ­საც შე­უძ­ლია ვარ­სკვლა­ვის გუ­ლი­დან წა­მო­ვი­დეს და იქ მიმ­დი­ნა­რე რე­აქ­ცი­ებ­ზე ინ­ფორ­მა­ცია მოგ­ვი­ტა­ნოს. მზის ნე­იტ­რი­ნო­ებს ჩვე­ნი ექ­სპე­რი­მენ­ტის­თვის ძა­ლი­ან და­ბა­ლი ენ­ერ­გი­ები აქ­ვს, თუმ­ცა მი­სი და­ფიქ­სი­რე­ბა სხვა ექ­სპე­რი­მე­ტებ­ში გახ­და შე­საძ­ლე­ბე­ლია, რად­გან ფი­ზი­კო­სებ­მა მი­სი გა­ზომ­ვა შეძ­ლეს. ეს არ­ის ნა­წი­ლა­კი, რო­მელ­საც ზუს­ტად შე­უძ­ლია გვითხრას, თუ რო­გორ ხდე­ბა ვარ­სკვლა­ვის გულ­ში ენ­ერ­გი­ის წარ­მოქ­მნა, ზე­ახ­ალი ვარ­სკვლა­ვის აფ­ეთ­ქე­ბა, მა­ღა­ლი ენ­ერ­გი­ებ­ის კოს­მო­სუ­რი სხი­ვე­ბის აჩ­ქა­რე­ბა. კოს­მო­სი­დან მო­სუ­ლი ნე­იტ­რი­ნოს „და­ჭე­რით“ და მას­ზე დაკ­ვირ­ვე­ბით სამ­ყა­როს შე­სას­წავ­ლად ახ­ალი ფან­ჯრის გან­ხსნა შეგ­ვიძ­ლია. ას­ეც ჰქვია ამ პრო­ექ­ტს — „KM3NeT opens a new window on our universe“,- აცხა­დებს რე­ვაზ შა­ნი­ძე.

 

ნე­იტ­რი­ნოს ტე­ლეს­კო­პის მი­ზა­ნი სწო­რედ, ამ უმ­ცი­რე­სი ნა­წი­ლა­კის „და­ჭე­რა“ და დაკ­ვირ­ვე­ბა-შეს­წავ­ლაა. სტან­დარ­ტუ­ლი ტე­ლეს­კო­პე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით ის არა -ცის­კენ, არ­ამ­ედ სა­პი­რის­პი­რო მი­მარ­თუ­ლე­ბით „იყ­ურ­ება“.

 

„ჩვე­ნი ექ­სპე­რი­მენ­ტის ფარ­გლებ­ში ნე­იტ­რი­ნოს ტე­ლეს­კო­პის ფუნ­ქციაა, და­ვაკ­ვირ­დეთ ნე­იტ­რი­ნოს ქცე­ვას, რო­მელ­საც შე­უძ­ლია გაიაროს მთე­ლი დე­და­მი­წა. ტე­ლეს­კო­პი გან­თავ­სე­ბუ­ლია წყალ­ში 2500 მეტ­რის სიღ­რმე­ზე, რად­გან აქ არ­ის ის პი­რო­ბე­ბი, რო­მე­ლიც სა­შუ­ალ­ებ­ას იძ­ლე­ვა შე­ვის­წავ­ლოთ ის ნა­წი­ლა­კე­ბი, რო­მე­ლიც ნე­იტ­რი­ნომ გა­აჩ­ინა. სხვას არ­აფ­ერს არ შე­უძ­ლია წარ­მოქ­მნას ნა­წი­ლა­კი, რო­მე­ლიც დე­და­მი­წი­დან ამ­ოვა. ნე­იტ­რი­ნოს მი­ერ წარ­მოქ­მნილ და­მუხ­ტულ ნა­წი­ლა­კებს აქ­ვთ ძა­ლი­ან სუს­ტი, მკრთა­ლი გა­მოს­ხი­ვე­ბა, რა­საც ჩერენკოვის გამოსხივებას ვუ­წო­დებთ. ტე­ლეს­კო­პის ციფ­რულ-ოპ­ტი­კუ­რი მო­დუ­ლე­ბის სა­შუ­ალ­ებ­ით ამ გა­მოს­ხი­ვე­ბას ვაკ­ვირ­დე­ბით, აღ­ვად­გენთ გა­მოს­ხი­ვე­ბის წყა­როს — ნა­წი­ლა­კის ტრა­ექ­ტო­რი­ას (კვალს), რო­მე­ლიც დი­დი სი­ზუს­ტით ნე­იტ­რი­ნოს ტრა­ექ­ტო­რი­ას იმე­ორ­ებს. მი­ღე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­ფუძ­ველ­ზე გან­ვსაზღვრავთ, თუ სა­იდ­ან მო­დის ნე­იტ­რი­ნო და რა ინ­ფორ­მა­ცი­ის მა­ტა­რე­ბე­ლია,“ — გან­მარ­ტავს რე­ვაზ შა­ნი­ძე.

 

 

სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მეც­ნი­ერო კო­ლა­ბო­რა­ცი­ის ქსე­ლი

 

ხმელ­თა­შუა ზღვის ფსკერ­ზე და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი ტე­ლეს­კო­პის მი­ერ და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბი პირ­ველ ეტ­აპ­ზე საფ­რან­გე­თის სა­ნა­პი­რო­ზე, ქა­ლაქ ტუ­ლო­ნის მახ­ლობ­ლად გან­თავ­სე­ბულ ექ­სპე­რი­მენ­ტის მარ­თვის ცენ­ტრში მი­დის, სა­იდ­ან­აც უკ­ვე გა­ფილ­ტრუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია ლი­ონ­ში გან­თავ­სე­ბულ კომ­პი­უტ­ერ­ულ ცენ­ტრში იგ­ზავ­ნე­ბა. ლი­ონ­ის კვლე­ვითს ცენ­ტრი მი­ღე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბის და­მუ­შა­ვე­ბის ყვე­ლა­ზე დი­დი რე­სურ­სი აქ­ვს, შე­სა­ბა­მი­სად KM3NeT პრო­ექ­ტში ჩარ­თუ­ლი მეც­ნი­ერ­ებ­ის მთავარი სამუშაო კომპიუტერული სივრცე ლიონშია.

 

 

თუმ­ცა, მკვლევ­რებს ლი­ონ­ში გან­თავ­სე­ბუ­ლი სერ­ვე­რე­ბი­დან მო­ნა­ცე­მე­ბის ჩა­მოტ­ვირ­თვა და და­მუ­შა­ვე­ბა სა­კუ­თარ ქვეყ­ნებ­ში, შე­სა­ბა­მის მძლავრ კომ­პი­უტ­ერ­ულ სერ­ვერ­ზეც შე­უძ­ლი­ათ. შო­თა რუს­თა­ვე­ლის ერ­ოვ­ნუ­ლი სა­მეც­ნი­ერო ფონ­დის გრან­ტის ფარ­გლებ­ში გან­ხორ­ცი­ელ­ებ­ული სა­მუ­შა­ობ­ის შე­დე­გად, მო­ნა­ცემ­თა გა­და­მუ­შა­ვე­ბა ქარ­თველ­მა მეც­ნი­ერ­ებ­მა თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­შიც შე­საძ­ლე­ბე­ლი გა­ხა­დეს. ახ­ალ­მა ცენ­ტრმა, გან­სა­კუთ­რე­ბით პან­დე­მი­ის პი­რო­ბებ­ში და­წე­სე­ბუ­ლი გა­და­ად­გი­ლე­ბის შეზღუდ­ვე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ქარ­თვე­ლი მეც­ნი­ერ­ებ­ის ექ­სპე­რი­მენ­ტში ჩარ­თუ­ლო­ბის ეფ­ექ­ტი­ან­ობა გა­ზარ­და.

 

„KM3NeT-ის სრუ­ლი წევ­რე­ბი 2018 წლი­დან გავ­ხდით და მო­ნა­ცე­მე­ბის ან­ალ­იზ­ის გა­კე­თე­ბა ლი­ონ­ის კომ­პი­უტ­ერ­ულ ცენ­ტრში გვი­წევ­და. შო­თა რუს­თა­ვე­ლის ერ­ოვ­ნუ­ლი სა­მეც­ნი­ერო გრან­ტის მი­ღე­ბის შე­დე­გად შე­ვი­ძი­ნეთ მძლავ­რი სერ­ვე­რი და მო­ნა­ცე­მე­ბის ან­ალ­იზი თბი­ლის­ში გა­ვაგ­რძე­ლეთ. თუმ­ცა, ცხა­დია ლი­ონ­ის ცენ­ტრა­ლურ კომ­პი­უტ­ერ­ულ სერ­ვერ­საც ვი­ყე­ნებთ.

 

ჩვე­ნი სერ­ვე­რი იმე­ორ­ებს იგ­ივე სტრუქ­ტუ­რას, რაც ლი­ონ­შია. პროგ­რა­მუ­ლი თვალ­საზ­რი­სი­თაც ვე­ცა­დეთ მაქ­სი­მა­ლუ­რად მიმ­სგავ­სე­ბუ­ლი ყო­ფი­ლი­ყო. მე არ ვარ სპე­ცი­ალ­ობ­ით პროგ­რა­მის­ტი, ამ­იტ­ომ ბევ­რი რა­მის სწავ­ლა მო­მი­წია, თუმ­ცა სის­ტე­მა გავ­მარ­თე და ად­მი­ნის­ტრი­რე­ბას ვუ­წევ. სის­ტე­მა „იუპ­იტ­ერ ჰა­ბი“ სა­შუ­ალ­ებ­ას იძ­ლე­ვა, რომ სერ­ვერს ნე­ბის­მი­ერი ად­გი­ლი­დან და­ვუ­კავ­შირ­დეთ. ამ დრო­ის­თვის მას­ში ჩარ­თუ­ლია 42 მომ­ხმა­რე­ბე­ლი, მათ შო­რის არი­ან ფუნ­და­მენ­ტუ­რი ფი­ზი­კის მი­მარ­თუ­ლე­ბის მა­გის­ტრან­ტე­ბი, რომ­ლებ­საც ნა­წი­ლა­კე­ბის ფი­ზი­კა აქ­ვთ არ­ჩე­ული და სა­შუ­ალ­ება აქ­ვთ სას­წავ­ლო-კვლე­ვით პრო­ცეს­ში უახ­ლე­სი მო­ნა­ცე­მე­ბი გა­მო­იყ­ენ­ონ,“ — ამ­ბობს თსუ დოქ­ტო­რან­ტი გო­გი­ტა პა­პა­ლაშ­ვი­ლი.

 

 

კვლე­ვის ახ­ალი შე­დე­გე­ბი

 

ამ დრო­ის­თვის საფ­რან­გე­თის სა­ნა­პი­რო­ებ­თან ტე­ლეს­კო­პის 10%-ია ჩაშ­ვე­ბუ­ლი, იტ­ალი­ას­თან — 5%. შე­სა­ბა­მი­სად, მეც­ნი­ერ­ებ­ის ძი­რი­თად ამ­ოც­ან­ას ჩაშ­ვე­ბუ­ლი ციფ­რულ-ოპ­ტი­კუ­რი მო­დუ­ლე­ბის ეფ­ექ­ტი­ან­ობ­აზე დაკ­ვირ­ვე­ბა წარ­მო­ად­გენს.

 

„იმ მო­ნა­ცე­მებ­ზე დაყ­რდნო­ბით, რომ­ლებ­საც თბი­ლი­სის მო­ნა­ცემ­თა ცენ­ტრში, ვა­ან­ალ­იზ­ებ­დით, და­ვას­კვე­ნით, ჩაშ­ვე­ბუ­ლი მო­დუ­ლე­ბის ფო­ტო-დე­ტექ­ტო­რე­ბი­დან ზო­გი­ერ­თი იმ­დე­ნად ცუ­დად ფუნ­ქცი­ონ­ირ­ებს, რომ უნ­და გა­მოვ­რთოთ. ჩვე­ნი რე­კო­მენ­და­ცი­ებ­ის სა­ფუძ­ველ­ზე აღ­ნიშ­ნუ­ლი დე­ტექ­ტო­რე­ბი პრო­ცე­სი­დან ჩახ­სნეს. პრი­ორ­იტ­ეტ­ული ამ­ოც­ანა იყო გვეჩ­ვე­ნე­ბი­ნა, რომ ტექ­ნო­ლო­გი­ურ­ად ახ­ალ პრინ­ციპ­ზე დამ­ყა­რე­ბუ­ლი დე­ტექ­ტო­რე­ბი ად­ეკ­ვა­ტუ­რად მუ­შა­ობს და და­კის­რე­ბულ ფუნ­ქცი­ას ას­რუ­ლებს. აღ­ნიშ­ნულ კვლე­ვებ­ზე დაყ­რდნო­ბით რამ­დე­ნი­მე სა­მეც­ნი­ერო პუბ­ლი­კა­ცია უკ­ვე გა­მო­ვაქ­ვეყ­ნეთ.

 

ვაჩ­ვე­ნეთ, რომ წყალ­ში ჩაშ­ვე­ბუ­ლი მო­დუ­ლე­ბი ზღვის ფო­ნის მო­შო­რე­ბის სა­შუ­ალ­ებ­ას იძ­ლე­ვა და გვაძ­ლევს შე­საძ­ლებ­ლო­ბას და­ვაკ­ვირ­დეთ კოს­მო­სურ ატ­მოს­ფე­რულ ნა­წი­ლა­კებს და ამ გზით ნე­იტ­რი­ნო­ებ­ის თვი­სე­ბე­ბი შე­ვის­წავ­ლოთ. ჩვენ კონ­კრე­ტუ­ლად ვიკ­ვლევთ ნე­იტ­რი­ნო­ებ­ის ოს­ცი­ლა­ცი­ებს (ნე­იტ­რი­ნოს ტი­პის ცვლი­ლე­ბას მოძ­რა­ობ­ის დროს) და შე­დე­გე­ბი და­მა­იმ­ედ­ებ­ელია, ანუ რო­დე­საც დე­ტექ­ტო­რი სრუ­ლი სიმ­ძლავ­რით ამ­ოქ­მედ­დე­ბა, მი­ვი­ღებთ რე­ალ­ურ შე­დე­გებს,“ — გან­მარ­ტავს რე­ვაზ შა­ნი­ძე.

 

პა­რა­ლე­ლუ­რად KM3NeT პრო­ექ­ტში ჩარ­თუ­ლი ქარ­თვე­ლი მეც­ნი­ერ­ები მი­ღე­ბულ მო­ნა­ცე­მებ­ზე დაყ­რდნო­ბით მიუონოს დაშ­ლე­ბის რე­კონ­სტრუქ­ცი­აზე მუ­შა­ობ­ენ და მათ აღ­დგე­ნას გეგ­მა­ვენ. მკვლევ­რე­ბი პროგ­ნო­ზი­რე­ბენ, რომ ამ ამ­ოც­ან­ის გა­დაჭ­რის შემ­თხვე­ვა­ში ექ­სპე­რი­მენ­ტის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­იზ­რდე­ბა.

 

 

ნე­იტ­რი­ნოს ტე­ლეს­კო­პის „წი­ნა­პა­რი“

 

ახ­ალი თა­ობ­ის ნე­იტ­რი­ნოს ტე­ლეს­კო­პის წი­ნა­მორ­ბე­დი იყო "ANTARES“, რო­მე­ლიც ას­ევე საფ­რან­გე­თის სა­ნა­პი­რო­ებ­თან იყო ჩაშ­ვე­ბუ­ლი.თსუ-ის ფი­ზი­კოს­თა ჯგუ­ფი ამ პრო­ექ­ტშიც აქ­ტი­ურ­ად მო­ნა­წი­ლე­ობ­და. თუმ­ცა, "ANTARES“ რო­გორც ტექ­ნო­ლო­გი­ურ­ად, ისე მას­შტა­ბის კუთხი­თაც ახ­ალი თა­ობ­ის ნე­იტ­რი­ნოს ტე­ლეს­კოპს ბევ­რად ჩა­მორ­ჩე­ბა, შე­სა­ბა­მი­სად, მეც­ნი­ერ­ებ­მა მი­სი გა­მორ­თვის გა­დაწყვე­ტი­ლე­ბა მი­იღ­ეს.

 

„ამ დე­ტექ­ტო­რის ზღვა­ში და­ტო­ვე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა, რად­გან საკ­მა­ოდ მა­სი­ურია და თა­ნაც ის­ეთ ად­გილ­ზე, სა­დაც შე­საძ­ლოა მის­მა ნა­წი­ლებ­მა ნა­ვი­გა­ცი­ის უს­აფ­რთხო­ებ­ას სა­შიშ­რო­ება შე­უქ­მნას. აქ­ედ­ან გა­მომ­დი­ნა­რე, უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში და­გეგ­მი­ლია სა­მეც­ნი­ერო ფო­რუ­მი, სა­დაც „ANTARES“-ის წყლი­დან ამ­ოღ­ებ­ის სტრა­ტე­გია შე­მუ­შავ­დე­ბა,“ — გან­მარ­ტავს რე­ვაზ შა­ნი­ძე.

 

თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი KM3NeT-ის სა­ერ­თა­შო­რი­სო კო­ლა­ბო­რა­ცი­აში 2018 წლი­დან ჩა­ერ­თო.

 

თარიღი: 20/03/2022